ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2025“ დაიწყო 03.05.2025

ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2025“ დაიწყო

საქართველოში სტუდენტური ფესტივალი “სტუდფესტი 2025” დაიწყო, რომლის ორგანიზატორებიც არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია. ფესტივალი მოიცავს მთელ წელს და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტებისათვის.

ფესტივალის მიზანია - შექმნას ახალგაზრდებისთვის პლატფორმა, საკუთარი თავის გამოხატვის, უნარების გამოვლენის, ნიჭის გაზიარებისა და პოზიტიური ცვლილებებისთვის.

მიმდინარე წელს „სტუდფესტი-25“- ში კვლავაც აქტიურად ჩაერთო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობა.

2 მაისს ფესტივალის ფარგლებში სასტენდო სროლის ტურნირი გაიმართა,  სადაც თჰუ-ს ბიზნესადმინისტრირების პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი რუსიფ იუსიფოვი მონაწილეობდა.

სტუდენტებს, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ ფესტივალში მონაწილოების მიღება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ ბმულს,  შეავსოთ კითხვარი, რითაც დაეხმარებით "სტუდფესტი 2025-ს" თქვენს ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების დაგეგმვაში და კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებთ ფესტივალს.

https://forms.office.com/pages/responsepage.aspx…

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური,

სტუდენტთა თვითმმართველობა

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი სიახლეები

პროექტი უწყვეტი განათლება 13.05.2021

პროექტი უწყვეტი განათლება

საჯარო ლექცია - „ქმედუნარიანობა სამოქალაქო სამართალში და მხარდაჭერის მიმღების სტატუსი სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლ...

ვრცლად
საჯარო ლექცია თემაზე:  „თანამედროვე ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის თაობაზე (სახელმწიფოთა გაწევრიანება/გასვლის სამართლებრივი პროცედურები)“ 03.10.2024

საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის თაობაზე (სახელმწიფოთა გაწევრიანება/გასვლის სამართლებრივი პროცედურები)“

2024 წლის 15 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება სამართლის დოქტორის, პროფესორ დავით გეფერიძის საჯარო ლექცია თემა...

ვრცლად
II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცის პროგრამა 01.12.2021

II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცის პროგრამა

II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფ...

ვრცლად