საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 03.09.2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან ცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა საჯარო დაწესებულებებში. პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო მიმდინარე წლის 1 სექტემბერს და გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი განხორციელდება ორ ეტაპად – პირველი ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღება/გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას.

პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი, ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

იხილეთ ვრცლად: https://mes.gov.ge/content.php?id=14186&lang=geo...

მსგავსი სიახლეები

თჰუსა და ა(ა)იპ ჯეო ეკოლოჯისტ 2019-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი 29.04.2021

თჰუსა და ა(ა)იპ ჯეო ეკოლოჯისტ 2019-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „ჯეო ეკოლოჯისტ 2019“ შორის გაფორმდა მემორანდუმი სამეცნიერო-კვლევით საქმი...

ვრცლად