ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის თანამშრომლების მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში
2019 წლის 22-24 თებერვალს, ეკონომიკის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, ქალაქ ბაქოში (აზერბაიჯანი) გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მეცნიერება პრაქტიკისა და განვითარებისთვის“ (International Scientific Conference „Science for Practice and Development“, Baku 2019), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი - პროფ. ნონა გელიტაშვილი და დეკანის მოადგილე - ირმა წიკლაური. კონფერენციაზე ქალბატონმა ნონა გელიტაშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „Условия занятости в ЕС для стран Восточного Партнёрства“ („EU employment conditions for Eastern Partnership countries“).
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე ირანის, აზერბაიჯანის, ბელარუსის კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა საერთაშორისო რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში „ეკონომიკა და ფინანსები“.
მსგავსი სიახლეები
ერთად შევქმნათ ძლიერი და წარმატებული საფეხბურთო გუნდი!
ძვირფასო სტუდენტებო, იწყება ფეხბურთის გუნდის მონაწილეთა შერჩევა-გაახლება! გაქვთ შესაძლებლობა შეუერთდეთ ჩვენი უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდს! ...
ვრცლადეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის ვიზიტი ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ნონა გელიტაშვილი 2018 წლის 6 და 7 დეკემბერს ვიზი...
ვრცლადთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა კიდევ ერთ ღონისძიება!
თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა კიდევ ერთ ღონისძიება! სესია ,,Youth For Changes", Სესიაზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობ...
ვრცლად
