სტუდენტთა საყურადღებოდ! ვიწყებთ პროექტს - როცა ერთმანეთს ვჭირდებით
სტუდენტთა საყურადღებოდ! ვიწყებთ პროექტს "როცა ერთმანეთს ვჭირდებით"
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა ჯგუფის ინიციატივით ახორციელებს ორგანიზებულ პროექტს "როცა ერთმანეთს ვჭირდებით". პროექტი მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მხარდაჭერას, კერძოდ მოწყვლადი ჯგუფების მოზარდთა სასწავლო პროცესში სრულფასოვან ინტეგრაციას.
მოხალისე სტუდენტთა ჯგუფი, ბავშვებს დაეხმარება სასკოლო განათლების პროცესში საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილებაში, სწავლის ინტერესის გაღვივებაში, თვითგანვითარების გაფართოებასა და სხვადასხვა პროფესიის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში, რათა მოზარდმა უკეთ შეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება.
მივმართავთ ყველა სტუდენტს აქტიურად ჩაერთოს მასშტაბურ მოხალისეობრივ საქმიანობაში.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურს (ოთახი №17)
მსგავსი სიახლეები
სასერტიფიკატო კურსები ინგლისური ენის მიმართულებით
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსებს ინგლისური ენის მიმართულებით.
ვრცლადსაინფორმაციო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში
კოლეგებო, ორშაბათს, 28 სექტემბერს გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე თბილისის ჰუმ...
ვრცლად
