პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მოიპოვა DAAD-ის ფონდის კვლევითი გრანტი 19.12.2019

პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მოიპოვა DAAD-ის ფონდის კვლევითი გრანტი

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნონა გელიტაშვილმა მოიპოვა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD-ის ფონდის კვლევითი გრანტი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მეცნიერებისთვის (DAAD Research grant for University Academics and Scientists). ეს მისთვის რიგით მეოთხე კვლევითი გრანტია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. კვლევის თემატიკა შეეხება საქართველოდან ევროკავშირის შიდა ბაზარზე შრომითი მიგრაციის საკითხებს. აღნიშნული კვლევითი პროექტის განხორციელება პროფ. ნონა გელიტაშვილმა 2 წლის წინ მის გერმანელ კოლეგასთან - პროფ. დანიელ ბეკერთან ერთად დაიწყო, რომელიც მიმდინარე გრანტის ფარგლებში 2020 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. კვლევის განხორციელება დაგეგმილია ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში (Europa-Universität Viadrina), საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრაზე, სადაც 2 თვით გამოყოფილია სამუშაო ადგილი პროფ. ნონა გელიტაშვილისთვის.

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე: ქალთა თანასწორობის საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაციები 10.03.2022

საჯარო ლექცია თემაზე: ქალთა თანასწორობის საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაციები

12 მარტს, 20:00 საათზე, ქალთა კვირეულის ფარგლებში, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება თჰუ-ს აფილირებული პრ...

ვრცლად
იაპონიის მთავრობის 2022 წლის სტიპენდიები (საბაკალავრო პროგრამა და მკვლევარის პროგრამა) 28.04.2021

იაპონიის მთავრობის 2022 წლის სტიპენდიები (საბაკალავრო პროგრამა და მკვლევარის პროგრამა)

იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და...

ვრცლად