ახალი პროექტი - ონლაინ იმიტირირებული სასამართლო პროცესი 29.04.2020

ახალი პროექტი - ონლაინ იმიტირირებული სასამართლო პროცესი

ა/ო ,,ახალგაზრდული გაერთიანება“ გთავაზობთ ახალ პროექტს ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც დაიწყება 4 მაისს. პროექტს გაუძღვება მოქმედი ადვოკატი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ლექტორი, ამირან გიგუაშვილი, რომელიც პროექტის განმავლობაში იქნება მოსამართლე. აღნიშნული პროექტი გათვლილია სამართლის სტუდენტებზე, მე-2, მე-3, მე-4 კურსი და მაგისრატურის სტუდენტები. აქედან გამომდინარე პროექტი ჩატარდება განსხვავებული წესით. რადგანაც მონაწილეებს უკვე ექნებათ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, პროექტი ორიენტირებულია იმაზე რომ პრაქტიკაში გამოიყენონ აღნიშნული. მონაწილეები პროექტის დაწყებისას დაიყოფიან ჯგუფებად, სადაც თვითონ აარჩევენ ჯგუფის ლიდერს და დაიწყებენ იმ კონკრეტულ ქეისსზე მუშაობას, რომელიც მათ გადაეცემათ პროექტის დაწყებისას. აქედან გამომდინარე პროექტში მენტორების საჭიროება არ არის. მონაწილეებს ექნებათ კონკრეტული დრო ქეისზე სამუშაოდ, რის შემდეგაც გაიმართება პროცესი. ამ დროის განმავლობაში მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ სისხლის სამართლის პროცესის ნორმების შესაბამისად როგორ იმოქმედონ, როგორ მოემზადონ პროცესისათვის. აღნიშნული მათ საშუალებას მისცემს გამოავლინონ საკუთარი თავი და თუ მაგალითად აქამდე მენტორზე იყვნენ დამოკიდებულნი და მისი ხელმძღვანელობით წყვეტდნენ მაგალითად, შესავალი სიტყვა როგორი ყოფილიყო, რა კითხვები დაესვათ და ა.შ. ეხლა უკვე შანსი აქვთ რომ რეალური პროცესის მსგავსად, დამოუკიდებლად მოემზადნონ. რაც შეეხება ქეისებს, კონფიდენციალურია და უშუალოდ მონაწილეებს გადაეცემათ პროექტის დაწყების შემდეგ.

 

როექტი დაიწყება 4 მაისს, ხოლო რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 აპრილი. შესაძლებელია ინდივიდუალური რეგისტრაცია, სადაც მონაწილეთა რაოდენობა უნდა იყოს 5-6 ადამიანი. ჯგუფის რეგისტრაციის შემთხვევაში აუცილებელია მიუთითოთ ჯგუფის თითოეული წევრის მონაცემები.

 

სარეგისტრაციო ბმული:
 
საკონტაქტოდ გთხოვთ დამიკავშირდეთ ნომერზე 574183912

მსგავსი სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 06.04.2019

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ)

ვრცლად
საქართველოს ეკონომიკა Covid-19-ის პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში 05.07.2021

საქართველოს ეკონომიკა Covid-19-ის პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის დავით ჯალაღონიას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის იური პაპასქუას და თბ...

ვრცლად