შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს
კონკურსის მიზანი
კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია, კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადი ტიპი ინსტიტუციური
კონკურსის ადმინისტრირება
2021 წლის 10 მარტი - 8 აპრილი 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
2021 წლის 21 აპრილი 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
აპრილი-მაისი ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ივნისი პროექტების შეფასება კომისიის მეშვეობით, კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი და სათადარიგო პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;
ივლისი-აგვისტო გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
ჯგუფური კონსულტაციები:
12 მარტი, 19 მარტი – 16:00 საათი, დისტანციურად ვირტუალურ ფორმატში (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე)
31 მარტი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №172/ნ ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 22 თებერვლის N13 ბრძანება
- დაფინანსების წესი
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის პირობები - დანართი 1
სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2, ნიმუში)
- საპროექტო წინადადება(დანართი 3) - ქართულ ენაზე
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 4, ნიმუში) - ქართულ ენაზე
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 5, ნიმუში) - ქართულ ენაზე
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 6) - ქართულ და ინგლისურ ენაზე
- პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 7, ნიმუში) - ქართულ და ინგლისურ ენაზე
- თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (დანართი 8) - ქართულ და ინგლისურ ენაზე
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 9)
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 10)
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 11, ნიმუში)
- საპროექტო წინადადება (დანართი 12) - ქართულ ენაზე
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 13, ნიმუში ) - ქართულ ენაზე
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 14, ნიმუში) - ქართულ ენაზე
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 6) - ქართულ და ინგლისურ ენაზე
- პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 7, ნიმუში) - ქართულ და ინგლისურ ენაზე
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 15)
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 16)
- სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი 17)
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
დამხმარე მასალები
კონკურსის პრეზენტაცია
ხშირად დასმული შეკითხვები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით cs@rustaveli.org.ge 31/03/2021-მდე. ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
კოორდინატორები:
ეკატერინე მიქაუტაძე - პროგრამული საკითხები - 591017610 (დარეკეთ მხოლოდ 11:00 – 18:00 საათებში)
სალომე თეზელაშვილი - პროგრამული საკითხები - 2 200 220 (4433) (დარეკეთ მხოლოდ 11:00 – 18:00 საათებში)
კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში - თამარ პატარკაციშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია: cs@rustaveli.org.ge
მსგავსი სიახლეები
პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო Erasmus-ისა და DAAD-ს ერთობლივ ღონისძიებაში: BROWN BAG BREAKFAST Erasmus + პოლიტიკის მხარდაჭერისთვის
2021 წლის 25 ივნისს Erasmus-ისა და DAAD-ს ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიება: „BROWN BAG BREAKFAST Erasmus + პოლიტიკის მხარდაჭერისთვის&...
ვრცლადკონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აც...
ვრცლად