საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის
გერმანული ფონდი "Remembrance, Responsibility and Future" გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს საგრანტო კონკურსს "Meet UP! Youth for Partnership" საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტებზე გერმანიიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ევროპელებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და ერთიანი ევროპისთვის აქტიური თანამშრომლობის გაძლიერებას.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსება ბინაციონალური, მულტინაციონალური ღონისძიებების დასაგეგმად 14-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის გერმანიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და საქართველოდან. ამასთან, პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ჯობ-შადოვინგის პროგრამაში.
გრანტის ოდენობა შეადგენს 11 000-დან 40 000 ევრომდე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 2 მაისი.
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის DC-Legal-ის წარმომადგენლებთან
2019 წლის 2 მაისს, თჰუ სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა შეხ...
ვრცლადთჰუ წარმომადგენლობამ მონაწილეობა მიიღო კერძო უმაღლესი სასწავლებლების პირველ (დამფუძნებელი) კონფერენციაზე
2018 წლის 2 მარტს, თჰუ წარმომადგენლობამ მონაწი...
ვრცლად
