ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში 25.04.2021

ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში

2021 წლის 23 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით,  ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში.

მასტერკლასს უძღვებოდა გიორგი რუხაძე, კომპანია „ორიენტ ლოჯიკის“ სამთავრობო სექტორის მიმართულების ხელმძღვანელი და კომპანია „George Grey Winery”-ის თანა-დამფუძნებელი. გიორგის პროფესიული გამოცდილება უკვე მრავალი წელია, რაც ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ციფრული ტრანსფორმაციის გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი გიორგი აქტიურად ჩაერთო ქართულ მეღვინეობაში და ბიზნეს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინის ბრენდი - “George Grey Winery”. 

მან  აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ისაუბრა, თუ როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ბიზნესის დასაწყებად,  რა იყო ძირითადი მამოტივირებელი ფაქტორი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად,  რა გამოწვევებთან მოუწია გამკლავება საწყის პერიოდში და საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე.

მასტერკლასის ფორმატიდან გამომდინარე, მოწვეულმა სტუმარმა რჩევები მისცა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ მოტივაცია რთულ პერიოდებში, როგორ მოვიძიოთ იდეები მომავალი ბიზნესისთვის, თუ  როგორ განვსაზღვროთ საბაზრო ნიშა და როგორ შევაფასოთ სწორად ახალი ბიზნესის პოტენციური ბაზარი, გაგვიზიარა წარმატების მიღწევის მთავარი ფორმულა.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა და სხვა დამსწრე პირებმა დასვეს კითვები როგორც მასტერკლასის მსვლელობის პროცესში, ასევე შეხვედრის ბოლოს.  სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში კვლავ მოვიწვიოთ გიორგი რუხაძე, ამჯერად უკვე საუნივერსიტეტო სივრცეში, რათა  დაინტერესებულ ჯგუფებს შესაძლებლობა მიეცეთ, უშუალო კომუნიკაციის დახმარებით, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ბიზნესის რეალური გამოწვევების შესახებ.

მსგავსი სიახლეები

თამარ ლალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნორვეგიის ქ. ოსლოს უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში 06.03.2019

თამარ ლალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნორვეგიის ქ. ოსლოს უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში

2019 წლის 28 თებერვალს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ქ. ნ. თამ...

ვრცლად
არ გამოტოვო ! „თბილისიმარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი 14.08.2024

არ გამოტოვო ! „თბილისიმარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი

2024  წლის  22 სექტემბერს შპს „ჰაიდელბერგცემენტის“  ორგანიზებით თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება ყოველწ...

ვრცლად