სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 27.06.2021

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2021 წლის 24 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და კავკასიის რეგიონი“

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და რუსული 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა, რომელთაც წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში აქტუალური პრობლემების/გამოწვევების, არსებული ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. 

სტუდენტები კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვნენ საქართველოდან და აზერბაიჯანიდან. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემის გარშემო. 
ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

მსგავსი სიახლეები

საგრანტო კონკურსი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტებისთვის 11.02.2021

საგრანტო კონკურსი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტებისთვის

აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს კულტურული და საგანმანათლებლო პროექტებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქა...

ვრცლად
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 31.01.2024

მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! * 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, მობილობის...

ვრცლად
დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის პროფესორი ჯასტინ პოტერი თჰუ-ში 23.05.2016

დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის პროფესორი ჯასტინ პოტერი თჰუ-ში

2016 წლის 21 მაისს 12:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია დიდი ბრიტანეთის სამეფო სა...

ვრცლად