სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია N3 28.06.2021

სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია N3

2021 წლის 25 ივნისს  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტზე  დისტანციური ფორმით ჩატარდა სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო  სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორი საფეხურის სტუდენტებმა.

სტუდენტებმა საკონფერენციო ნაშრომები სამართლის დარგის ყველა მიმართულებით წარმოადგინეს,  თემატიკა მრავალფეროვნებითა და აქტუალურობით გამოირჩეოდა. მომხსენებლებს დაუსვეს არაერთი საინტერესო შეკითხვა როგორც მონაწილეებმა, ისე მსმენელებმა.

კონფერენციას უძღვებოდა კომპეტენტური ჟიური, ყველა მონაწილემ საუკეთესო შედეგი აჩვენა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისაგან მათ გადაეცემათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები. უახლოეს პერიოდში კი გამოიცემა რეცენზირებული ნაშრომები, სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.

მსგავსი სიახლეები

III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია 18.12.2023

III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია

III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია ქ. თბილისი, 28 მაისი, 2022  

ვრცლად
2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი 07.06.2019

2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებ...

ვრცლად