კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 20.07.2021

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

1. სამართლის საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ა) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (დეტალური სფერო- კერძო სამართალი) ერთი საშტატო ერთეული.
ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (დეტალური სფერო  - საერთაშორისო სამართალი) ერთი საშტატო ერთეული.

2. ფსიქოლოგიის  საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე:
ა) პროფესორის თანამდებობაზე
(დეტალური სფერო - რუსული ფილოლოგია) ერთი საშტატო ერთეული.

3. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე:
ა) პროფესორის თანამდებობაზე
(დეტალური სფერო - ფინანსები) ერთი საშტატო ერთეული.
ბ) ასოცირებული პროფესორი (დეტალური სფერო - ბიზნესის ადმინისტრირება) ორი საშტატო ერთეული. 
გ) ასისტენტ პროფესორი (დეტალური სფერო - ბიზნესის ადმინისტრირება) ორი საშტატო ერთეული. 

4. დიპლომირებული სტომატოლოგიის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე:
ა) პროფესორის თანამდებობაზე
(დეტალური სფერო - ბიოლოგია) ერთი საშტატო ერთეული.
ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (დეტალური სფერო - ბიოლოგია) ერთი საშტატო ერთეული.

გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე (დეტალური სფერო - ფარმაცია) ერთი საშტატო ერთეული.
დ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე (დეტალური სფერო - სტომატოლოგია) ერთი საშტატო ერთეული.

5. აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დამადასტურებელი კრიტერიუმები: 

5.1.    პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: 
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
ბ) არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; 
გ) შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/ თანაავტორობა; 
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა; 
ე) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუს(ებ)ის) წარმოდგენა. 

5.2.     ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: 
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
ბ) არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; 
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; 
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა; 
ე) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუს(ებ)ის) წარმოდგენა. 
5. 3.ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: 
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
 ბ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; 
გ) აკადემიური საქმიანობის ხედვა; 
დ) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუს(ებ)ის) წარმოდგენა. 

6. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, აკადემიურ თანამდებობაზე ასევე შეიძლება არჩეულ იქნას აკადემიური ხარისხის არმქონე პირიც პროფესიული კვალიფიკაციის ნიშნით. 

7. პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დამადასტურებელი კრიტერიუმები:
7.1.ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: 
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
ბ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე); 
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; 
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა. 

7.2.ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის: 
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე); 
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; 
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა. 


8. დამატებითი ინფორმაცია: აკადემიურ პერსონალთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა და აფილირებულობა
8.1.  აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ თჰუ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.
8.2. ასევე, აკადემიურ პერსონალთან, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით, ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
8.3. აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ: მასთან დადებულია „A“ კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თჰუ სახელით, თჰუ - ში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება თჰუ რექტორის ბრძანებით; 
8.4. აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება თუ: არ თანამშრომლობს არც ერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე;
8.5. აკადემიურ პერსონალთან, რომელიც არ არის აფილირებული უნივერსიტეტთან, იდება “B” კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება:

9. კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0 );
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) 3x4 ზომის 2 ც. ფოტო;
გ) CV (რეზიუმე), ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (ქართულ ენაზე); (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0
დ) აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
ე) პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
ვ) ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით;  (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0 ) 
ზ) უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები;
თ) უცხო ენის  ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; (აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას ვალდებულია კომისიის წინაშე ჩატაროს საჩვენებელი ლექცია უცხო ენაზე ან ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად).
ი)ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, რაც კონკურსანტს მისცემს საშუალებას დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდეს, მიღებული ჯილდოების დამატასტურებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები და სხვა.
კ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის    32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);

10.  კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0
11. კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით;
12.  ღია კონკურსი ცხადდება 2021 წლის 22 ივლისიდან 2021 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით.
13.  საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 24 აგვისტოდან   2021 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი  № 17, ყოველდღე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა. 

14. საკონკურსო კომისიის  სხდომა ჩატარდება 2021 წლის 03 სექტემბერს  12 საათზე.

15. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ, უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საკონტაქტო პირი: ნათია ხითარიშვილი   ტელ: 593 112 188 
 
ან მოგვწერეთ უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით: thu-posta@thu.edu.ge

მსგავსი სიახლეები

ვიზიტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 24.05.2016

ვიზიტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში

2014 წლის 20 მარტს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თბილისის ჰუმანიტ...

ვრცლად
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 31.01.2024

მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! * 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, მობილობის...

ვრცლად