ქართულ-ჩინური პროდუქციის გამოფენა, ექსპოჯორჯიაში! 06.12.2023

ქართულ-ჩინური პროდუქციის გამოფენა, ექსპოჯორჯიაში!

 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს 6,7, 8 დეკემბერს, 10:00 საათიდან გიწვევთ 2023 წლის რიგით მე-9 ქართულ-ჩინური პროდუქციის გამოფენაზე, რომელიც ექსპო ჯორჯიაში გაიმართება.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე ჩინური კომპანია, შემდეგი სექტორებიდან: მაღალი ტექნოლოგიები, სამედიცინო მომსახურება, სოფლის მეურნეობის პროდუქტები/საკვები, ყოველდღიური მოხმარების ნივთები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მექანიკური და ელექტრო მოწყობილობები, სამრეწველო აღჭურვილობა, ქიმიური პროდუქტები და ბიზნეს მომსახურება.

გამოფენების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ დაამყაროთ საქმიანი კომუნიკაცია, მოიძიოთ პოტენციური პარტნიორები, მომწოდებლები ან/და მომხმარებლები და გააფართოვოთ ბიზნეს არეალი

გამოფენები გაიხსნება 6 დეკემბერს, მე-6 პავილიონში 11:00-12:30 საათზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო ეკონომიკური უწყებების წარმომადგენლებისურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაესწროთ გახსნის ნაწილსაც.

ხოლო პროდუქციის გამოფენები იქნება მე-4 და მე-5 პავილიონებში.

გამოფენაზე სტუმრობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაციაhttps://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSchDrWRdG12pmuYoByMZf5LYFS1jUlBA7JGkBvTyAALz0VmTw/viewform

მისამართი: თბილისი, . წერეთლის გამზირი #118, ექსპო ჯორჯია.

მსგავსი სიახლეები

ახალგაზრდული ფესტივალი 2024 20.03.2024

ახალგაზრდული ფესტივალი 2024

2024 წლის 11 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგ...

ვრცლად
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 06.08.2019

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

-  2019–2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის მობილობის წესით სტუდენტთა თბილისის ჰუმანი...

ვრცლად
თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა კიდევ ერთ ღონისძიება! 07.12.2022

თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა კიდევ ერთ ღონისძიება!

თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა კიდევ ერთ ღონისძიება! სესია ,,Youth For Changes", Სესიაზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობ...

ვრცლად