Erasmus+ მსხვილმაშტაბიანი CBHE პროგრამის კლასტერული შეხვედრა 12.03.2024

Erasmus+ მსხვილმაშტაბიანი CBHE პროგრამის კლასტერული შეხვედრა

2024 წლის 6 მარტს ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) და საქართველოს Erasmus+ეროვნული ოფისის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus+მსხვილმასშტაბიანი CBHE პროგრამის კლასტერული, ჰიბრიდული შეხვედრა გაიმართა.

CBHE მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან პროგრამასთან ასოცირებულები. პროგრამის მთავარი მიზანია პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემების მდგრადი განვითარების, დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის და მობილობის ხელშეწყობა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა დიალოგის რეჟიმში, დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს ევროკომისიის წარმომადგენელმა  ჯორჯინა პლესუმ, კახა ხანდოლიშვილმა  (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო), მარიამ სულაშვილმა (Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში) და როზალბა ნარდელმა (EACEA).

მსგავსი სიახლეები

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია - საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში 11.02.2021

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია - საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ‘სა...

ვრცლად
პირველკურსელთა რეგისტრაცია! 02.09.2021

პირველკურსელთა რეგისტრაცია!

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 6 სექტემბრიდან  2021 წლის 17 სექტემბრამდე....

ვრცლად