Erasmus+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა მიკოლას რომერისის - MRU უნივერსიტეტში! 22.03.2024

Erasmus+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა მიკოლას რომერისის - MRU უნივერსიტეტში!

უკვე მეორე წელია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ცოდნის გაღრმავების მიზნით, Erasmus+  გაცვილითი პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად გაემგზავრებიან  ლიტვის, მიკოლას რომერისის - MRU უნივერსიტეტში.

MRU მჭიდროდ თანამშრომლობს 350-ზე მეტ უნივერსიტეტთან, საჯარო და კერძო ინსტიტუტთან. არის საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაციების სრული წევრი.

უნივერსიტეტში ირიცხება 7500 სტუდენტი, მათ შორის 600 საერთაშორისო სტუდენტი და დასაქმებულია 400-ზე მეტი აკადემიური პერსონალი.

უნივერსიტეტი გთავაზობთ სადოქტორო, სამაგისტრო და ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებს. მათგან 80%-ზე მეტს მინიჭებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია. სწავლა შესაძლებელია, ისეთ მოთხოვნად პროგრამებზე როგორიცაა სამართალი, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია, მედიცინა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ა.შ.

სტუდენტთა მობილობის ფარგლებში პერიოდი მოიცავს 2024/25 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრს. განაცხადის მიღების ბოლო ვადა  2024 წლის 15 აპრილი.

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს

ასევე, იხილეთ თანდართული ფაილი

Document link

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ 30.09.2019

ტრენინგი: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ

2019 წლის 9 ოქტომბერს 13:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კონსულტანტი მ...

ვრცლად
ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესი სამართლის ფაკულტეტზე 17.07.2021

ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესი სამართლის ფაკულტეტზე

საქართველოს იურისტთა ასოციაცია, „ახალი იდეა“ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან, გორის სახელმწ...

ვრცლად
საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის 11.04.2021

საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის

გერმანული ფონდი "Remembrance, Responsibility and Future" გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს საგრანტო კონ...

ვრცლად