პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა ლექციები ჩაატარა აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტების კვირეულის - 10.05.2024

პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა ლექციები ჩაატარა აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტების კვირეულის -

2024 წლის 21-დან 28 აპრილის ჩათვლით,  ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო  პარტნიორი აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის (TH Aschaffenburg, Germany) მიერ ორგანიზებულ „საერთაშორისო პროექტების კვირეულში“ („International Project Week 2024“).  კვირეულის განმავლობაში ჩატარდა ლექციები, ვორკშოპები, სამუშაო შეხვედრები, ექსკურსიები, ვიზიტი ბავარიის უძველეს ლუდის საწარმოში - „ფაუსტი“. საერთაშორისო პროექტების კვირეულში მონაწილეობას იღებდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები საქართველოდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან და უნგრეთიდან.

 

კვირეულის ფარგლებში, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა ლექციები ჩაატარა ბიზნესისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-4 სემესტრელ სტუდენტებთან. ლექციების თემატიკა შეეხებოდა ევროკავშირის 4 თავისუფლებიდან ერთ-ერთს - მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას, და საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პერსპექტივებს ევროკავშირის ქვეყნებში (EU-Freizügigkeit und Aussicht auf eine Erwerbstätigkeit für Georgische Bürger in EU-Staaten (გერმ.), EU freedom of movement and prospects of employment for Georgian citizens in EU states (ინგლ.)).

 

პროექტების კვირეულის პერიოდში, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა და აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ - პროფ. თომას ლაუერმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სხვადასხვა სემეტრის სტუდენტებთან. მათ გააცნეს სტუდენტებს 2024 წლის ივლისში დაგეგმილი ერთობლივი ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლის სამუშაო გეგმა და საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო დეტალები.

 

ვებ-გვერდზე განთავსდა შესაბამისი ინფორმაცია ჩვენი ერთობლივი საზაფხულო სკოლის შესახებ. აშაფენბურგის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 2024 წლის 15 მაისია.

https://kursportal.th-ab.de/app/kurs/ggsst2024-georgian-german-international-summer-school-2024

 

„საერთაშორისო პროექტების კვირეულის“ შესახებ ინფორმაცია განთავსდა აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის Linkedin გვერდზე:

https://www.linkedin.com/posts/eschulten_internationalprojectweek-uk-thelesson-activity-7190033911450619905-iAkz/?utm_source=share&utm_medium=member_android

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია 06.09.2019

სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია

2019 წლის 11-12 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტ...

ვრცლად
სტომატოლოგიის პროგრამის პროფესორს ნინო ორმოცაძეს 1000 ლარით დაუფინანსდა  რუსულენოვანი წიგნის გამოცემის ხარჯები 08.11.2020

სტომატოლოგიის პროგრამის პროფესორს ნინო ორმოცაძეს 1000 ლარით დაუფინანსდა რუსულენოვანი წიგნის გამოცემის ხარჯები

სტომატოლოგიის პროგრამის პროფესორს ნინო ორმოცაძეს 1000 ლარით დაუფინანსდა  რუსულენოვანი წიგნის "Но...

ვრცლად
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ფსიქოლოგია და თანამედროვე გამოწვევები 09.04.2021

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ფსიქოლოგია და თანამედროვე გამოწვევები

გაცნობებთ, რომ 11 მაისს 10:00 საათზე საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენც...

ვრცლად