საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  „ევროკავშირი. ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“! 05.06.2024

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი. ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“!

2024 წლის 17 მაისს, ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით- „ევროკავშირი. ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“! 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები როგორც რუმინეთიდან, ისე საზღვარგარეთიდან.

საერთაშორისო კონფერენციაზე, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ რექტორის მოადგილე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი (კონფერენციის სამეცნიერო კომისიის წევრი) და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი გიორგი ხარშილაძე.

რუმინეთის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისა და კონფერენციაში მონაწილეობისათვის. 

საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები უახლოეს პერიოდში გამოიცემა თეზისთა კრებულის სახით.

 

მსგავსი სიახლეები

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 26.08.2026

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მობილობის წესით სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ვაკა...

ვრცლად
II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 6 დეკემბერი, 2021 12.08.2021

II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 6 დეკემბერი, 2021

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 6 დეკემბერი, 2021

ვრცლად
თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანი დაესწრო ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის საინფორმაციო დღეს 29.05.2021

თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანი დაესწრო ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის საინფორმაციო დღეს

2021 წლის 28 მაისს ჩატარდა ევროკომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ევრო...

ვრცლად