პირველად საქართველოში: SAP-ის სერტიფიცირებული ტრენინგი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლებისათვის (SAP® S/4HANA ბიზნეს პროცესების ინტეგრაციის (TS410) კურსი)
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ტარდება SAP-ის სერტიფიცირებული ტრენინგი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლებისათვის.
SAP® არის საწარმოს პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერი, რომელიც ეხმარება კომპანიებსა და მთავრობებს მსოფლიოს მასშტაბით კლიენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ბიზნეს ოპერაციების ეფექტურობის ზრდაში.
დღეისათვის, SAP®-ს ჰყავს 335.000-ზე მეტი მომხმარებელი, მათ შორის მრავალი მსხვილი კორპორაციები და Dax-კომპანიები. SAP®-ს იყენებს დაახლოებით 12 მილიონი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში.
SAP® S/4HANA ბიზნეს პროცესების ინტეგრაციის (TS410) კურსი არის 8 დღიანი ტრენინგი, სადაც მონაწილეები სწავლობენ საწარმოში ინტეგრირებულ ბიზნეს პროცესებს.
-
SAP ისტორია, საფუძვლები (დღე 1)
-
გარე და შიდა აღრიცხვა, ჩაშენებული ანალიტიკა (დღე 2 და 3)
-
შესყიდვა (დღე 4)
-
წარმოების დაგეგმვა და კონტროლი (დღე 5)
-
გაყიდვები (დღე 6)
-
ადამიანური გამოცდილების მენეჯმენტი (დღე 7)
-
პროექტის სისტემები (დღე 8)
-
საწარმოთა აქტივების მენეჯმენტი (დღე 8)
ტრენერი: Ernst Schulten (ერნსტ შულთენი) - SAP® S/4HANA-ს სერტიფიცირებული ტრენერი, რომელიც უძღვება 150-ზე მეტ კურსს უნივერსიტეტებსა და კომპანიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ფინეთსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ და პირისპირ)
ჩატარების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
ჩატარების დრო: 14.09.2024-დან 21.09.2024-ის ჩათვლით, 10.00 სთ-დან 15 საათამდე.
ტრენინგის სამიზნე ჯგუფები: ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულება: საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და დამსაქმებლები.
სამუშაო ენა: ინგლისური
ტრენინგში მონაწილეობის მოთხოვნა: ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე ბ1 დონეზე.
ტრენინგის საფასური: მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უფასოა. სხვა პირთათვის მონაწილეობის საფასური შეადგენს 300 ლარს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 ივლისი, 2024
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/vDE43Jp9Q7ebAEFL6
ტრენინგის დასასრულს ჩატარდება ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი.
მსგავსი სიახლეები
პროექტი - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), წარმოგიდგენთ პროექტს: „დავ...
ვრცლად