ვორქშოპი: „მშვიდობის შენარჩუნება: ტრავმა, დიალოგი, და მდგრადი გადაწყვეტილებების მრავალმხრივობა“ 26.09.2024

ვორქშოპი: „მშვიდობის შენარჩუნება: ტრავმა, დიალოგი, და მდგრადი გადაწყვეტილებების მრავალმხრივობა“

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, 2024 წლის 2 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართება ვორქშოპი თემაზე: „მშვიდობის შენარჩუნება: ტრავმა, დიალოგი, და მდგრადი გადაწყვეტილებების მრავალმხრივობა.“
ვორქშოპს გაუძღვებიან გორან ბანდოვი, ზაგრების უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სრული პროფესორი, და ტომისლავ მეშტროვიჩი, ჩრდილოეთ ხორვატიის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის ასოცირებული პროფესორი.
ვორქშოპი მიეძღვნება მდგრადი მშვიდობის კონცეფციის დანერგვას. აღნიშნული კონცეფცია ცნობილია როგორც საერთაშორისო მშვიდობის კონცეფცია, რომელსაც მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა გაერო, Rotary International და Global Young Academy. მშვიდობის კონცეფციას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP). აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://www.economicsandpeace.org/wp-content/uploads/2015/06/Pillars-of-Peace-Report-IEP2.pdf
სამიზნე აუდიტორია: თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის  სტუდენტები.
ვორქშოპის ჩატარების თარიღი: 02.10.2024 (11.00 საათიდან)
ვორქშოპის ჩატარების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, მცირე საკონფერენციო დარბაზი.
ვორქშოპი გაგრძელდება 4 საათი.
ვორქშოპზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:

https://forms.gle/TB9WpQtnmRDsZy566

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს გადაეცა სერტიფიკატი 01.02.2020

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს გადაეცა სერტიფიკატი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს კარიერული განვითარების ცენტრისგან გადაეცა სერტიფიკატი “კა...

ვრცლად
ვიზიტი ტექნოპარკში 22.04.2023

ვიზიტი ტექნოპარკში

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მ...

ვრცლად