ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია ,ევროპული უნივერსიტეტების ინიციატივა “(EUA) ERASMUS+
2024 წლის 23-24 სექტემბერს, ჩატარდა ERASMUS+ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით- „ევროპული უნივერსიტეტების ინიციატივა “(EUA).
კონფერენცია მიეძღვნა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, კვლევებისა და ინოვაციების შემდგომი გაძლიერების ასპექტებს. მთავარ მომხსენებლად მოწვეული იყო პროფესორი კევინ გიომი, Circle U-ს (European University Alliance)-ის გენერალური მდივანი. აღნიშნული ორგანიზაცია გამორჩეულია მძლავრი კვლევითი ალიანსით, რომელიც ხელს უწყობს მდგრადი, დემოკრატიული და ჯანსაღი საზოგადოების შექმნას ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გზებით.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელები. კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალიც.
კონფერენციის დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
საერთაშირისო ურთიერთობების სამსახური
მსგავსი სიახლეები
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის თანამშრომლების მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში
2019 წლის 22-24 თებერვალს, ეკონომიკის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, ქალაქ ბაქოში (აზერბ...
ვრცლად
