
საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან.
2024 წლის 20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას წარუძღვა ოფისის დირექტორი, ლევან ხეცურიანი. ღონისძიებას დაესწრო აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაცია და რექტორი.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო უნივერსიტეტის ჩართვა „ჰორიზონტი ევროპა“-ს ეროვნულ საპარტნიორო ქსელში და მისი ინფორმირება საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე.
ასევე, შეხვედრაზე განხილული იყო ეროვნული ოფისის მიერ 2025 წელს დაგეგმილი ტექნიკური დახმარების პროგრამები, მათ შორის თემატური ტრენინგები და კონსულტაციები, რომლებიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის შემდგომ აქტიურ ჩართულობას მიმდინარე პროცესებში.
მსგავსი სიახლეები
სამუშაო შეხვედრა თემაზე - ანტიპლაგიატის პროგრამის იმპლემენტაციის შესახებ.
2022 წლის 4 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტ...
ვრცლადErasmus+ KA107 პროექტი - რუმინეთის Pitesti-ს უნივერსიტეტის ონლაინ საერთაშორისო კვირეული
წარმატებით დასრულდა Erasmus+ KA107 პროექტის I ეტაპი, რომელიც რუმინეთის, პიტეშტის უ...
ვრცლად