მნიშვნელოვანი სიახლე -"მოიპოვე სტიპენდია" 02.04.2026

მნიშვნელოვანი სიახლე -"მოიპოვე სტიპენდია"

(დიმიტრი ემუხვარისა და ჟიული

შარტავას სახელობის სტიპენდიები)

 

გაცნობებთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

 

სტიპენდია ემსახურება ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის გაღვივებასა და ზოგადად თემის პოპულარიზაციას. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები, რომლებსაც აქვთ 90% და მეტი აკადემიური მოსწრება, მონაწილეობდნენ სტუდენტურ კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვთ საკონფერენციო ნაშრომი და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუდენტთა თვითმმართველობას!

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური

                              გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცის მიზნით თჰუში გაიმართება საჯარო ლექცია! 13.12.2018

სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცის მიზნით თჰუში გაიმართება საჯარო ლექცია!

სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცის მიზნით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საჯარ...

ვრცლად
საჯარო ლექცია - ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები 17.01.2019

საჯარო ლექცია - ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები

2019 წლის 22 იანვარს 12 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერისტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის...

ვრცლად