
ტრეინინგი: ეფექტური პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის ტექნიკები
ხუთშაბათს 25 ოქტომბერს 12:00 სთ-ზე, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მოწვევით, ტრეინინგს ჩაატარებს ევროპის აკადემიური ცენტრის ტრენერი, ფინანსების დოქტორი და სულხან-საბას სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორი დავით პიტიურიშვილი.
განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
» პრეზენტაციის 6 ეტაპი (პრეზენტაციის დაგეგმვა, ტექსტის მომზადება, თვალსაჩინოების მომზადება, რეპეტიცია, პრეზენტაცია - წარმართვა, პრეზენტაციის შემდგომი დისკუსია);
» მოხსენების შიში და მასთან ბრძოლის საშაუალებები;
» პრეზენტაციის მსვლელობის დროს დასაცავი წესები;
» სუბიექტური რეალობის როლი პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის დროს;
» ეფექტური კომუნიკაცის არსი და მისი მნიშვნელობა პრეზენტაციის წარდგენის დროს;
» კომუნიკაციის პროცესში დაშვებული შეცდომები და მათი გამოსწორების ხერხები;
ტრეინინგზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს!
მსგავსი სიახლეები
სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2021 წლის 24 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თ...
ვრცლადსამართლის ფაკულტეტი აგრძელებს პროექტს უწყვეტი განათლება
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აგრძელებს ონლაინ საჯარო ლექციათა ციკლს „სამართალი და კანონმდებლობა&...
ვრცლად