
სამეცნიერო კონფერენცია სამართლის სპეციალობით
2019 წლის 10 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი მართავს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას სამართლის სპეციალობით. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს.
კონფერენცია გაიხსნება 2019 წლის 10 ივნისს, 12 სთ.-ზე, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
ხელმძღვანელის მიერ ვიზირებული საკონფერენციო თემები თჰუ-ის სამართლის ფაკულტეტზე წარმოდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 01 ივნისისა.
მოხსენების ხანგრძლივობა 10-12 წთ., დისკუსია - 3 წთ.
თემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. მოცულობა - არანაკლებ 5 არაუმეტეს 12 გვერდისა.
2. თემები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე;
3. შრიფტი - Sylfaen ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი 1;
4. თემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ავტორი (სახელი, გვარი);
- უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სახელწოდება;
- ხელმძღვანელი (სახელი, გვარი, წოდება, აკადემიური თანამდებობა);
- ნაშრომის სათაური;
- ტექსტი (შინაარსი) ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სხვადასხვა პროზები. წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება თჰუ-ის საკონფერენციო ჟურნალში.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია:
მსგავსი სიახლეები
სტუდენტური ონლაინ კონფერენცია - უახლესი ტექნოლოგიები და სამკურნალო საშუალებები მედიცინაში
2020 წლის 26 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მარინე შავლაყაძი...
ვრცლად2021 წლის 28 მაისს ჩატარდა ონლაინ ლექცია პოლონელი პროფესორის კატარზინა პავესკას მიერ
2021 წლის 28 მაისს ვროცლავის გარემოს დაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელი უნივერსიტეტის პროფესორმა კატარზინა პავესკამ ჩაატარა ონლაინ ლექცია &b...
ვრცლად