
აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემიური გაცვლის შესახებ
აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემიური გაცვლის შესახებ. თანამშრომლობა ითვალისწინებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლას. გერმანული და ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ერთი ან ორი სემესტრით ისწავლონ გერმანიაში, აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. თჰუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს კი მოკლევადიანი ვიზიტით მიიწვევენ ლექციებისა და სემინარების ჩასატარებლად, ასევე სიმპოზიუმებში, კვლევებსა და სპეციალურ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. ორმხრივი ხელშეკრულება აგრეთვე ითვალსიწინებს ფაკულტეტებს შორის ურთიერთსასარგებლო ვიზიტების განხორციელებას და ერთობლივი პროგრამების შემუშავებას. აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან გერმანული მხრიდან ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტი, ქართული მხრიდან კი - ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი და სამართლის ფაკულტეტი.
მსგავსი სიახლეები
II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია
2021 წლის 6 დეკემბერს, თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა „II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრ...
ვრცლად2018 წლის 22 აპრილს გაიმართა ახალგაზრდა სტომატოლოგთა ფორუმი
2018 წლის 22 აპრილს, სასტუმრო "იოტა ჰოთელში" თბილისის მე-8 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის...
ვრცლად