საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის საგრანტო კონკურსი
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ახორციელებს ოთხწლიან პროგრამას - ‘‘ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება’’.
პროგრამის მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება. ამისავის GCSD აცხადებს საგრანტო კონკურსს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 100,000 ლარს შეადგენს. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული დოკუმენტები.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 7 მაისი, 2021 წელი (18:00 საათამდე).
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, GCSD-ი გამართავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას: სამშაბათს, 20 აპრილს, 13:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: განაცხადების მოთხოვნის ფორმა # 21-001.
დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
მსგავსი სიახლეები
2020 სექტემბრიდან შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ღონისძიებები
2020 სექტემბრიდან შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განახორციელდა შემდეგი ღონ...
ვრცლადთჰუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 11 თებერვლის N2 სხდომაზე განხილულ იქნა და თჰუ აკადემ...
ვრცლადსაბაზრო შრომითი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები
საბაზრო შრომითი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები. საჯარო ლექცია გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენ...
ვრცლად