
2021 წლის 23 აპრილს, 19.00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდება ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში
მასტერკლასს გაუძღვება გიორგი რუხაძე, კომპანია „ორიენტ ლოჯიკის“ სამთავრობო სექტორის მიმართულების ხელმძღვანელი და კომპანია „George Grey Winery”-ის თანა-დამფუძნებელი. გიორგის პროფესიული გამოცდილება უკვე მრავალი წელია, რაც ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ციფრული ტრანსფორმაციის გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი გიორგი აქტიურად ჩაერთო ქართულ მეღვინეობაში და ბიზნეს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინის ბრენდი - “George Grey Winery”. დღესდღეობით, “George Grey Winery“ ქართულ ბაზარს სთავაზობს როგორც ტრადიციულ, ისე გათანამედროვებულ, ინოვაციურ ღვინის პროდუქციას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სწორედ მათ შექმნეს პირველებმა ლურჯი ღვინო - კესანე, რომელიც ქართული ღვინის ბაზრისთვის ნამდვილი ინოვაციაა. მასტერკლასის ფარგლებში, გიორგი სრულად მიმოიხილავს ქართულ ბაზარზე არსებულ სიტუაციას ბიზნესის წარმოების მიმართულებით და მისი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, გაგვიზიარებს წარმატების მიღწევის მთავარ ფორმულას.
მსგავსი სიახლეები
თჰუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 11 თებერვლის N2 სხდომაზე განხილულ იქნა და თჰუ აკადემ...
ვრცლადვებინარი თემაზე - მოტივაციის ძალა (თვით-განვითარების მნიშვნელობა)
2020 წლის 26 ოქტომბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკუ...
ვრცლადსამართლის ფაკულტეტი აგრძელებს პროექტს უწყვეტი განათლება
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აგრძელებს ონლაინ საჯარო ლექციათა ციკლს „სამართალი და კანონმდებლობა&...
ვრცლად