თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 29.06.2021

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2021 წლის 21 ივნისს შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.  

მხარეები სთავაზობენ ერთმანეთს სტუდენტების საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ერთად დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ლექცია/ტრენინგები, კონფერენციები.

მხარეების მიერ დაგეგმილ და ჩატარებულ ტრენინგებში, ლექციებში, შეხვედრებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანმა ირინე არჯევანიძემ და  ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა სოფიო ვერულაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო  პროგრამის განმახორციელებელი  აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის 18.07.2024

ტრენინგი სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და დაფინანსებით, ამავე უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანამანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ...

ვრცლად
„სტუდფესტი 2025“  მეორე ეტაპი დაიწყო 21.08.2025

„სტუდფესტი 2025“ მეორე ეტაპი დაიწყო

   სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოს განათლების, მეცნიე...

ვრცლად