თჰუში ჩატარდება სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევების კომერციალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის შესახებ
2021 წლის 2 ივლისს 16:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევების კომერციალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის შესახებ.
აღნიშნულ შეხვედრას გაუძღვება სამართლის დოქტორი, პროფესორი, ზვიად გაბისონია.
შეხვედრაზე განხილული საკითხები აკადემიურ პერსონალს დაეხმარება კვლევის სფეროში არსებული სიახლეების, შესაძლებლობებისა თუ გამოწვევების აღქმასა და გაანალიზებაში.
სემინარი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში: როგორც ადგილზე (ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N31) დასწრებით, ასევე Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.
მსგავსი სიახლეები
ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ–პანდემიურ პირობებში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (Hochschule Fresenius Universi...
ვრცლადმიკრობიოლოგიის საინტერესო ლექცია ლაბორატორიაში
მიკრობიოლოგიის საინტერესო ლექცია ლაბორატორიაში
ვრცლადპროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მოიპოვა DAAD-ის ფონდის კვლევითი გრანტი
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნონა გელიტაშვილმა მოიპოვა გერმანიის აკადემიური...
ვრცლად
