თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ინსუბრიის (იტალიის) უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ინსუბრიის (იტალიის) უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის აქტიური აკადემიური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება:
• ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართვა;
• სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გაცვლითი პროექტების შეთავაზება;
• კვლევით პროექტებში ჩართვა;
• მონაწილეობა სემინარებში, აკადემიურ შეხვედრებში, კონფერენციებსა და ვორქშოპებში;
• სპეციალური მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების შემუშავება/შეთავაზება.
მსგავსი სიახლეები
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ
ეძებ სამსახურს ან ახალ შესაძლებლობებს? მაშინ ეს ფორუმი შენთვისაა! გიწვევთ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დასაქმების ფორუმზე &mdash...
ვრცლადთჰუ-სა და აისეკ საქართველოს შორის 2016 წლის 12 სექტემბერს 13:00 საათზე დაიდება პარტნიორული შეთანხმება
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და აისეკ საქართველოს შორის 2016 წლის 12 სექტემბერს 13:00 საათზ...
ვრცლად
