საერთაშორისო სემინარი თემაზე - "ხარისხის შიდა უზრუნველყოფა: პერსპექტივები და გამოწვევები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სემინარი თემაზე - "ხარისხის შიდა უზრუნველყოფა: პერსპექტივები და გამოწვევები". ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ირლანდიის უნივერსიტეტების, ასევე, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
სემინარის სამუშაო ფორმატში მოხსენებები წაიკითხეს: ირლანდიის ოთხი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა (University of Limerick, Dublin City University, Mary Immaculate College, South East Technological University), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა და სადოქტორო განათლების საბჭოს (EUA-CDE) წარმომადგენლებმა, უკრაინის უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების, ასევე, ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.
საერთაშორისო სემინარს ესწრებოდა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირინა არჯევანიძე.
სემინარი უნივერსიტეტში სამი დღე გაგრძელდა
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის თაობაზე (სახელმწიფოთა გაწევრიანება/გასვლის სამართლებრივი პროცედურები)“
2024 წლის 15 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება სამართლის დოქტორის, პროფესორ დავით გეფერიძის საჯარო ლექცია თემა...
ვრცლად