
არ გამოტოვო! სასწავლო ცენტრი
მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იურისტ - ფსიქოლოგთა ჯგუფის ორგანიზებით შპს სასწავლო ცენტრი ,,გზა მომავლისკენ" გამართავს სხვადასხვა პროექტის, აქტივობისა და პროფესიული კურსის პრეზენტაციას.
,,გზა მომავლისკენ" ემსახურება ახალგაზრდების განვითარებას, ცნობიერების ამაღლებასა და მათ დასაქმებაში ხელშეწყობას. შეხვედრას გაუძღვება ცენტრის დამფუძნებელი, კარიერული განვითარების ტრენერი, სერტიფიცირებული ქოუჩი და იურისტ- ფსიქოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელის პირადი ასისტენტი - სოფო ხარებავა.
შეხვედრაზე მონაწილოებას მიიღებენ ცენტრის სხვა წევრებიც, კურსდამთავრებულები და ტრენერები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან ახალგაზრდებს.
შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, სრულიად უფასოდ.
მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის N31
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია თემაზე - „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები (XX საუკუნე)“
2020 წლის 11 ივნისს 16 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის...
ვრცლადონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს - ლევან ჟვანიასთან
2020 წლის 4 ნოემბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და...
ვრცლად