მივლინება საფრანგეთში
მიმდინარე წლის 27 ივნისს, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის წევრი და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მოწვეული პერსონალი ნათია ქაჯაია უნივერსიტეტის დაფინანსებით სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის საბჭოსა და ევროპის პარლამენტში.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ევროპის საბჭოს ფორმირების წესს, საქმიანობის სპეციფიკას, მუშაობის პრინციპებსა და მნიშვნელობას. შეხვედრაზე განხილულ იქნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და პროცედურები, აღსრულების პროცესში ადვოკატის ჩართულობის მნიშვნელობა და აღსრულების პროცესის ზედამხედველობის მექანიზმები. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვიზიტის მონაწილეებისათვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასამართლოს HUDOC-ის პროგრამის მუშაობის სპეციფიკისა და წესის შესახებ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ ევროპის პარლამენტს. შეხვედრისას განხილული საკითხები ეხებოდა პარლამენტის წევრების არჩევის წესს, საქმიანობის პრინციპებს, სპეციფიკას და მუშაობის წესს.
სასწავლო ვიზიტის მონაწილე იურისტები შეხვდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს, ბატონ ლადო ჭანტურიას. შეხვედრაზე განხილულ იქნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა, ბოლო წლებში ამავე სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი და პრეცედენტული გადაწყვეტილებები. შეხვედრაზე საუბარი იყო აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანის პროცედურებზე, ვადებზე, ეტაპებზე, წესებსა და საჩივრის შევსების თავისებურებებზე.
მსგავსი სიახლეები
სამეცნიერო პრაქტიკული დისკუსია თემაზე - ადამიანით ვაჭრობა
2021 წლის 17 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრები...
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
* ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის კვალიფიცირებულ და ევროპული (EAGT) აკდრედიტაციის მქონე პროფ...
ვრცლადთჰუ-ში გაიმართა პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ონლაინ საჯარო ლექცია
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 5 ივნისს ჩატარდა ონლაინ ლექცია თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის...
ვრცლად