უმაღლესი საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება და შეფასება.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის 27 ივნისს ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „უმაღლესი საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება და შეფასება.“ ტრენინგი ჩაატარა პროფესორმა დავით სიხარულიძემ.
ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა: უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების მარეგულირებელი ნორმატიული ჩარჩო; პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების ფორმირების საკითხები, ბლუმის ტაქსონომიური ზმნების გამოყენების თავისებურებები; პროგრამის სასწავლო კურსებისა და სწავლის შედეგების ურთიერთკავშირის რუკის აგების საკითხები; პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მეთოდოლოგია, შეფასების მეთოდების და ინტენსივობის განსაზღვრის საკითხები; პროგრამის სამიზნე ნიშნულების დადგენის სპეციფიკა; პროგრამის გასაუმჯობესებლად სწავლის შედეგების შეფასების გამოყენება და სხვა.
ტრენინგში მონაწილე აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
მსგავსი სიახლეები
ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: დანაშაული, როგორც ნორმალური, აუცილებელი და სასარგებლო მოვლენა
2020 წლის 15 მაისს 17:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტ...
ვრცლადეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, იმართება ონლაინ ვებინარი
ვებინარის მიზანია, სტუდენტებს განუვითაროს CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენის თანამედროვე და გააზრებულ...
ვრცლად
