მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 08.08.2023

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

 

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის,  მობილობის წესით, სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის განისაზღვრა ვაკანტური ადგილები: 

  • სამართლის საბაკალავრო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი;
  • ბიზნესის ადმინისტრირების  საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი) – 10 ვაკანტური ადგილი;
  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (რუსულენოვანი) – 5 ვაკანტური ადგილი;
  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტური  ადგილი;
  • დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ქართულენოვანი) – 10 ვაკანტური ადგილი;
  • დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (რუსულენოვანი) – 7 ვაკანტური ადგილი;
  • დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ინგლისურენოვანი) – 5 ვაკანტური ადგილი;
     

 მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე:  https://students.emis.ge/   

რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 21 აგვისტოდან - 2023 წლის 07 სექტემბრის  18:00 საათამდე.  ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში საჭიროა სტუდენტის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში  გამოცხადება და საჭირო საბუთების წარმოდგენა:

ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
ბ) ატესტატის ასლი;
გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);
დ) აკადემიური ცნობა;
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
ზ) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ფოტოსურათი ¾ - ბეჭდური 3 ცალი;
ი) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი; (უცხოელებისათვის);
კ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე ბრძანება (უცხოელებისათვის).


საბუთების მიღება ხორციელდება 2023 წლის 12 სექტემბრიდან  18 სექტემბრის ჩათვლით  10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ჩარიცხვის მსურველებს  2023 წლის 19 სექმტემბერს 14:00 საათზე ჩაუტარდებათ გამოცდა ქართული/ინგლისური/რუსული ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების მიზნით. 
მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 597 540 096;  

 

მსგავსი სიახლეები

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ 18.07.2018

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა თჰუ სამართლის...

ვრცლად
III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია 18.12.2023

III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია

III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია ქ. თბილისი, 28 მაისი, 2022  

ვრცლად
თჰუმ დააფინანსა და გახდა პარტნიორი პროექტის - კულტურა საზღვრებს გარეშე 08.05.2018

თჰუმ დააფინანსა და გახდა პარტნიორი პროექტის - კულტურა საზღვრებს გარეშე

  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა  და ა(ა)იპ „1 ეკვი...

ვრცლად