
ისწავლე იტალიაში, Erasmus + გაცვლითი პროგრამა
სტუდენტთა საყურადღებოდ !
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურს 2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, ინსუბრიას უნივერსიტეტში (იტალია ) სწავლის მსურველთათვის.
კონკურსი განკუთვნილია სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-2,3,4 კურსის სტუდენტებისათვის, რომელთაც გააჩნიათ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი. იტალიაში სწავლის დროს მოპოვებული კრედიტების აღიარება მოხდება უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ. სწავლება წარიმართება იტალიურ ენაზე. აუცილებელია იტალიური ენის მინიმუმ B1 დონის ფლობა, მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს.
რეგისტრაციისათვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე thu-posta@thu.edu.ge, 20 სექტემბრის ჩათვლით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატის გამოსავლენად, გაიმართება ტესტირება და გასაუბრება.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანატს.
დაწვრილებითი ინფორმაციას, მიმღები უნივერსიტეტის შესახებ გაეცანით მითითებულ ბმულზე https: www.uninsubria.it
მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში
კოლეგებო, ორშაბათს, 28 სექტემბერს გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე თბილისის ჰუმ...
ვრცლადთჰუს 25 წლის იუბილე!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა წვეულება. მოწვეულ...
ვრცლად