​​​​​​​შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 03.11.2023

​​​​​​​შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

  1. სტომატოლოგიის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე:
    1. პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - სტომატოლოგია,  ქართულენოვანი და რუსულენოვანი)- 1 საშტატო ერთეული.
    2. პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - შინაგანი მედიცინა, ქართულენოვანი და რუსულენოვანი) - 2 საშტატო ერთეული.
    3. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ორთოპედიული სტომატოლოგია, ქართულენოვანი) - 1 საშტატო ერთეული.
    4. ასისტენტის თანამდებობაზე (მიმართულება თერაპიული სტომატოლოგია, ინგლისურენოვანი - 1 საშტატო ერთეული.

 

  1. ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე:
    1. პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - სოციალური მეცნიერებები, ფსიქოლოგია)- 1 საშტატო ერთეული.
    2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - სოციალური მეცნიერებები, ფსიქოლოგია)- 1 საშტატო ერთეული.
    3. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - სოციალური მეცნიერებები, ფსიქოლოგია)- 1 საშტატო ერთეული.
    4. ასისტენტის თანამდებობაზე (მიმართულება - სოციალური მეცნიერებები, ფსიქოლოგია)- 1 საშტატო ერთეული.

 

  1. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე:

3.1.პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - მენეჯმენტი, ქართულენოვანი და რუსულენოვანი) - 1 საშტატო ერთეული.

3.2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ეკონომიკა, რუსულენოვანი) - 1 საშტატო ერთეული.

 

  1. საკონკურსო  პირობები:

ა) პროფესორი

4.1.4 წლით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
) აქვს სამეცნიეროპედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, 3 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
)ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

ბ) ასოცირებული პროფესორი

4.3. 4 წლის ვადით ასოცირებულ  პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

ბ) აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, 2 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს;

ე) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

) ასისტენტ–პროფესორი

4.4. 3 წლის ვადით ასისტენტ– პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი:

ა) რომელიც არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც   აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, 1 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

ბ) გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით; შესაბამისი  კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:

ბ.ა)   აქვს პროფესიული გამოცდილების 3  წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და

ბ.ბ) გამოქვეყნებული  აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ ცოტა 2 პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს  შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას და აქვს სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

4.5. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომაზდებული სილაბუსი/სილაბუსები.

4.6.  ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

.

დ)ასისტენტი

4.7.. 3 წლის ვადით ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან არის დოქტორანტი ან/და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებითშესაბამისი  კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:

    აქვს პროფესიული გამოცდილებისწლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და

–   გამოქვეყნებული  აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებ  შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

 

5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, აკადემიურ თანამდებობაზე ასევე შეიძლება არჩეულ იქნას აკადემიური ხარისხის არმქონე პირიც პროფესიული კვალიფიკაციის ნიშნით.

 

6. პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დამადასტურებელი კრიტერიუმები:

6.2..ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:
) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
) არანაკლებ 3 წლისმუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
) აკადემიური საქმიანობის ხედვა.

 

7. დამატებითი ინფორმაცია: აკადემიურ პერსონალთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა და აფილირებულობა

7.1.  აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ თჰუ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.
7.2. ასევე, აკადემიურ პერსონალთან, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით, ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
7.3. აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ: მასთან დადებულია  შრომითი ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თჰუ სახელით, თჰუ - ში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება თჰუ რექტორის ბრძანებით;
7.4. აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება თუ: არ თანამშრომლობს არც ერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე;
7.5. აკადემიურ პერსონალთან, რომელიც არ არის აფილირებული უნივერსიტეტთან, იდება შრომითი ხელშეკრულება.

 

8. უცხოენოვანი პროგრამების აკადემიური პერსონალის საკონკურსო კრიტერიუმები

8.1. უცხოენოვანი პროგრამის ან პროგრამის უცხოენოვანი კომპონენტის განსახორციელებლად გამოცხადებული კონკურსისთვის, დამატებით კრიტერიუმად წესდება კონკურსანტის მიერ ენობრივი კომპეტენციის დადასტურება პროგრამის შესაბამისი კომპონენტის განხორციელების ენაში, თუკი აღნიშნული ენა კონკურსანტის მშობლიურ ენას არ წარმოადგენს

8.2. უცხო ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:

ა) შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
ბ) შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის / სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
გ) ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ C1 დონეზე ფლობას, ენობრივ კომპეტენციათა ევროპული ჩარჩოთი (CEFR) დადგენილი კომპეტენციათა აღმწერის შესაბამისად.
დ) საქართველოში ავტორიზებულ რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამი წლის განმავლობაში უცხოენოვან პროგრამაზე სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი ცნობის წარმოდეგნის შემთხვევაში;

8.3. ამ მუხლის 8.2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, C1 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი:

ა) Cambridge English First (FCE)

ბ) BEC Vantage

გ) IELTS 5-6.5

დ) TOEFL iBT 87-109

ე) Michigan ECCE

ვ) PTE General Level 3

ზ) PTE Academic 59-75

თ) Trinity ISE II

8.4. აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას ამ მუხლის 8.2 და 8.3 პუქტებით დადგენილი წესით ვალდებულია კომისიის წინაშე ჩატაროს საჩვენებელი ლექცია უცხო ენაზე ან ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება სასწავლო უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტის მეშვეობით. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება სასწავლო უნივერსიტეტის მიერ.

 

9.კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0 );
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) 3x4 ზომის 2 . ფოტო;
გ) CV (რეზიუმე), ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (ქართულ ენაზე); (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0 )

დ)აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხო ენოვანი დიპლომის შემთხვევაშიაპოსტილით დამოწმებული ფორმით;

ე) პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;

ვ)ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით;  (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0

ზ) უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები;

თ) უცხო ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი)ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, რაც კონკურსანტს მისცემს საშუალებას დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდეს, მიღებული ჯილდოების დამატასტურებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები და სხვა.

კ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონის    32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდესსქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);

 

10.  კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0

11. კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით;

12.  ღია კონკურსი ცხადდება 2023 წლის 03 ნოემბროიდან 2023 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით.

13.  საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 06 დეკემბრიდან  2023 წლის 15 დეკემბრის  ჩათვლით, 10:00საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი  № 17, ყოველდღე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა.

14. საკონკურსო კომისიის  სხდომა ჩატარდება 2023 წლის 19 დეკემბერს 12 საათზე.

15. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ, უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

ელექტრონული ფოსტა: tea.thsu22@gmail.com