ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 
განცხადებები
 
სიახლეები
 
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

25-26 ივლისს კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „გაზრდილი ტრანსპარენტულობა და ფინანსური ინფორმაციულობა: ახალი შესაძლებლობები აკადემიური სექტორისა და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობისთვის“

 
2019 წლის 8 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა  სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2019 წლის 8 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2019 წლის 8 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა სამართლის პროგრამის მოდიფიცირების შემდგომი ცვლილებებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ.

 
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ადამიანის უფლებები და თავისუფლებების შინაარსი და მათი შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო დაცვის მექანიზმები"

2019 წლის 10 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ადამიანის უფლებები და თავისუფლებების შინაარსი და მათი შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო დაცვის მექანიზმები". კონფერენციაზე სამეცნიერო სტატიები წარმოადგინეს როგორც თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ პრიზები და სერტიფიკატები.

 
თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური

თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური

2019 წლის 27 მაისს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით საქართველოს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური ბატონმა ანესტასმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ვიზიტის დროს ინტერესი გამოთქვა საგანმანათლებლო სწავლების პროგრამის გაცნობის თაობაზე. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო პერსპექტივა ურთიერთანამშრომლობისა და ერთობლივი სამომავლო გეგმების განხორციელების შესახებ.

 
პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - ირმა ბარბაქაძე

პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - ირმა ბარბაქაძე

2019 წლის 24 მაისს 14:00 საათზე სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა სტუდენტთათვის წარმატებული კარიერის დაგეგმვის კუთხით. შეხვედრას გაუძღვა ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი ირმა ბარბაქაძე.

 
კომპანია

კომპანია "გეფა"-ს შეხვედრა ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებთან

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით 2019 წლის 23 მაისს 13:00 საათზე კომპანია "გეფა" შეხვდა ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომელთაც კომპანიის ხელმძღვანელობამ შეთავაზა დასაქმება "ფარმადეპოსა" და "ჯიპისის" აფთიაქებში.

 
მასტერ კლასი: მოტივაცია და წარმატებული კარიერა

მასტერ კლასი: მოტივაცია და წარმატებული კარიერა

2019 წლის 8 მაისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა მასტერ კლასი "გზა წარმატებული კარიერის განვითარებისაკენ". შეხვედრას უძღვებოდა ეკონომიკის ექსპერტი "Hrlab" დამფუძნებელი დავით კიკვიძე, რომელმაც სტუდენტებთან ისაუბრა მათთვის საინტერესო თემაზე - "მოტივაცია და წარმატებული კარიერა".

 
შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის DC-Legal-ის წარმომადგენლებთან

შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის DC-Legal-ის წარმომადგენლებთან

2019 წლის 2 მაისს, თჰუ სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის DC-Legal-ის წარმომადგენლებთან. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ედიშერ გამგონეიშვილმა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამუშაო გეგმა, ბიზნესისა და სამართლის თემატიკაზე. ორგანიზაცია წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს, ატარებს კონფერენციებსა და საჩვენებელ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს სამივე ინსტანციის სასამართლოში და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ახალგაზრდული ორგანიზაცია ურთიერთთანამშრომლობის მიზნით თჰუ-ს სტუდენტებთან გეგმავს სასწავლო-ტრენინგების ჩატარებას სხვადასხვა მიმართულებით.

 
პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - თემა: „მომსახურების ხარისხი და მისი როლი კომპანიის წარმატებაში“

პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - თემა: „მომსახურების ხარისხი და მისი როლი კომპანიის წარმატებაში“

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტებთან შეხვედრა სახელწოდებით „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის პროფესიული გამოცდილების გაზიარებას წარმატებული კარიერის დაგეგმვის კუთხით. სტუდენტებს შეხვდა კომპანია „მაგთის კლიენტთა მომსახურების მენეჯერი“ ქ-ნ ირინა ბენია. ტრენინგი ჩატარდა სახელწოდებით - „მომსახურების ხარისხი და მისი როლი კომპანიის წარმატებაში“.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სასარგებლო ბმულები