ფაკულტეტის შესახებ

ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭო შედგება 7 წევრისგან. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი. ფაკულტეტის  საბჭოს 4 წევრი აირჩევა  აკადემიური პერსონალიდან  და  2 წევრი ფაკულტეტის სტუდენტთა შემადგენლობიდან. ფაკულტეტის საბჭოს 4 წევრი აირჩევა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრის მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა არჩევა ხდება ფაკულტეტის სტუდენტების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების გზით, ფარული კენჭისყრით.

თჰუს ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭო განსაზღვრულია შემდეგი შემადგენლობით:

1. პროფესორი ილონა საყვარელიძე - ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე, ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი;

2. პროფესორი ნინო ორმოცაძე;

3. პროფესორი გიორგი ბერიაშვილი;

4. ასოცირებული პროფესორი ნინო აბაიშვილი;

5. ასოცირებული პროფესორი ირინა კალანდაძე;

6. თეონა კაპანაძე - სტუდენტი;

7. მაია ჯანელიძე - სტუდენტი.

ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად  

თჰუ-ში 2009 წლიდან ფუნქციონირებს ჯანდაცვის ფაკულტეტი, რომლის დეკანიც 2009 წლიდან  გახლავთ პროფესორი, მედიცინის დოქტორი ილონა საყვარელიძე.

თჰუ-ში ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა საუკეთესო საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება, რომელიც სასწავლო პროცესში იყენებს საკუთარ მატერიალ-ტექნიკურ ბაზას.

ჯანდაცვის ფაკულტეტზე წარმოდგენილია   ქართულენოვანი , რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი სტომატოლოგიური პროგრამები, ასევე ფარმაციის ქართულენოვანი პროგრამა, რომლის 2021 წლის ბიუჯეტიც შეადგენს 22000 ლარს. ჯანდაცვის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ფუნდამენტური და კლინიკური  სასწავლო ლაბორატორიები.

ასევე ფაკულტეტს აქვს საკუთარი სტომატოლოგიური სასწავლო კლინიკა. ფაკულტეტი ვალდებულებას იღებს შეუქმნას სტუდენტს საუკეთესო პირობები სწავლისა და დამოუკიდებელი კვლევისათვის, უზრუნველყოს მეცნიერების შესაბამის დარგში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნოს სასწავლო პირობების გაუმჯობესებაზე.

დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების   მიზანია - მოამზადოს პროფესიონალი, ჰუმანური, პასუხისმგებელი, საქართველოსა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი დიპლომირებული სტომატოლოგი, რომელიც მზად არის შემდგომი განათლების მიღებისა  და პროფესიული განვითარებისათვის.

ჯანდაცვის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის კოორდინაციას ახორციელებენ:

ქეთი ცერცვაძე

ტელ: (+995) 579 540 077

ნატა გიუნაშვილი

ტელ: (+995) 574 100 065

 

ფაკულტეტის დეკანი

ილონა საყვარელიძე

ილონა საყვარელიძე - მედიცინის დოქტორი, პროფესორი. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი. 2000-2002- სემაშკოს სახ. მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო სტომატოლოგიური უნივერსიტეტი (კლინიკური რეზიდენტურა), 2002-2006 - სემაშკოს სახ.მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო სტომატოლოგიური უნივერსიტეტი-ასპირანტურა 2006- წელს დაიცვა დისერტაცია, რის შემდეგაც მიენიჭა აკადემიური ხარისხი. სტომატოლოგიის სფეროში მუშაობის გამოცდილება შეადგენს 22 წელს. მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი. 2013- წელს ასევე დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის ფაკულტეტი ორგანიზაციების მენეჯმენტის სფეროში. 2009- წლიდან არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი.