ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 
განცხადებები
 
სიახლეები
 
2020 სექტემბრიდან შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ღონისძიებები

2020 სექტემბრიდან შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ღონისძიებები

2020 სექტემბრიდან შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განახორციელდა შემდეგი ღონისძიებების დაფინასება: აკადემიური პერსონალის მიერ ჩატარებული კვლევითი ღონისძიებები: ა) ფარმაციის პროფგრამის ასოცირებულ პროფესორს მარინა შავლაყაძეს დაუფინანსდა 200 ლარის ოდენობით, შიდა საგრანტო კვლევის „ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა“ პროექტის ფარგლებში ექსპედიცია საკვლევი ობიექტებიდან წყლის სინჯების აღების მიზნით. ბ) სტომატოლოგიის პროგრამის პროფესორს ნინო ორმოცაძეს 1000 ლარით დაუფინანსდა რუსულენოვანი წიგნის "Нормальная физиология II" გამოცემის ხარჯები. გ) უნივერისტეტმა 1000 ლარი დააფიანსა ააიპ სამართლის მეცნიერთა კავშირს ჟურნალის „სამართლის მაცნის“ მეორე ნომერი. დ) 700 ლარით დაუფინანსდა თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანს ასოცირებულ პროფესორს ირმა ბარბაქაძეს აზერბაიჯანულ-ქართულ-რუსული ლექსიკონი გამოცემა; ე) ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელს ასოცირებულ პროფესორს მაია მელაძე დაფინასდა 500 ლარის ოდენობით, შიდა საგრანტო კვლევის „საქართველოში ტურიზმის ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი შემცირების გზები (ქვემო ქართლის მაგალითზე)“ პროექტის ფარგლებში კვლევის პირველი ეტაპისათვის. ვ) სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებს: კარენ გრიგორიანს და იზა მშვიდობაძეს დაუფინანსდა თითოეულს 99 ევრო ოდენობით, 16-17 ნოემბერს ორგანიზებული „Oral care and Dentistry“- ში მონაწილეობა. ზ) ფარმაციის ასოცირებულ პროფესორს მარინა შავლაყაძეს და სტუდნეტს თეონა კაპანაძეს დაუფინანსდა თითოეულს 99 ევროს ოდენობით, დეკემბერში ორგანიზებული „Pharmacology and Toxicology“- ში მონაწილეობა. თ) ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანს ილონა საყვარელიძეს და სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის ხელმძღვანელს ნინო აბაიშვილს დაუფინანსდა თითოეულს 359 დოლარით ოდენობით, 4-5 დეკემბერს ორგანიზებული „American world dentistry congress“ - ში მონაწილეობა. ი) უნივერსიტეტმა დააფინანსა 450 ლარით თჰუ სამართლის ფაკულტეტისა და იურიდიული კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგი „კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში“. კ) ფსიქოლოგიის პროგრამის ასოცირებულ პროფესორს შორენა კუჭუხიძეს დაუფინანსდა 250 ევროს ოდენობით 10-11 დეკემბერს ორგანიზებული „განათლების და ფსიქოლოგიის მეცნიერებების ონლაინ კონფერენციაზე მონაწილეობის საფასური„. ლ) უნივერისტეტმა დააფინანსა 100 ლარით თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის მიერ ორგანზიებული ტრენინგი “ფსიქოლოგიის შესაძლებლობები“ რომელსაც გაუძღვება ტრენერი, ფსიქოკონსულტანტი და პროფერსორი გიორგი დონაძე. მ) ბიზნეს ადმინისტრირების აფილირებულ ასისტენტ-პროფესორს თამარ საჯაიას, ტურიზმის ასოცირებულ პროფესორს მაია მელაძეს და ბიზნეს ადმინისტრირების აფილირებულ ასოცირებულ პროფესორს ირინა ბენიას დაუფინანსდა თითოეულს 200 ევროს ოდენობით 20-22 ნოემბერს ორგანიზებული ეკონომიკის, ბიზნესისა და ორგანიზაციის მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე „სოციალური მედიის ზეგავლენა ადგილის ბრენდიგზე: სოციალური მედიის გამოყენება შიდა ქართლის რეგიონში“-ში მონაწილეობა. ნ) უნივერისტეტმა დააფიანსა 2263 ლარით თჰუ აკადემიური პეროსნალისთვის განკუთვნილი 3 დღიანი ტრენინგი „ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდები“ რომელიც ჩაატარა იუსტიციის სასწავლო ცენტრმა და აღიშნული კურსი გაიარა თჰუ 15-მა აკადემირუმა პერსონალმა. ო) უნივერსიტეტმა სამართლსი ფაკულტეტის დეკანს აფილირებულ პროფესორს ლია ჭიღლაშვილს დაუფინანსა 600 ლარით მონოგრაფიის „ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოს კანონმდებლობით“ გამოცემასთან დაკავშირებული ხარჯები. შრომითი მოტივაციის ამაღლების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი წახალისებულები არიან შესაბამისი თანხებით. უნივერსიტეტის მიერ ზემოხსენებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელებულია უნივერსიტეტის არსებული 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში. აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი წახალისებაზე, შრომითი მოტივაციის ამაღლების მიზნით საერთოდ გაწეულმა თანხამ შეადგინა 9700 (ცხრაათას შვიდასი) ლარი. ჯანდაცვის ფაკულტეტის დაფინანსება; ა) კვლევა - 2500 ლარი; ბ)კონფერენცია-ტრენინგი (საერთაშორისო და ადგილობრივი) – 3200 ლარი; ეკონომიკის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი; ა) კვლევა -- 500 ლარი; ბ)კონფერენცია-ტრენინგი(საერთაშორისო და ადგილობრივი)- 2400 ლარი სამართალის ფაკულტეტი ა) კვლევა --1600 ლარი ბ)კონფერენცია-ტრენინგი(საერთაშორისო და ადგილობრივი)-450 ლარი ჰუმანიტარული ფაკულტეტი ა) კვლევა--700 ლარი ბ)კონფერენცია-ტრენინგი(საერთაშორისო და ადგილობრივი)- 1100 ლარი

 
ინგლისური ენის შემსწავლელელი უფასო ონლაინ კურსები  თჰუში

ინგლისური ენის შემსწავლელელი უფასო ონლაინ კურსები თჰუში

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2020 წლის 2 ნოემბრიდან მიმდინარეობს ინგლისური ენის შემსწავლელელი უფასო ონლაინ კურსები , რომელშიც იღებს მონაწილეობას თჰუ-ს აკადემიური პერსონალი.

 
ტრენინგი თემაზე: ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდები

ტრენინგი თემაზე: ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდები

2020 წლის 26-28 ოქტომბრის ჩათვლით იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე: „ ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდები“. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 
ტრენინგი თემაზე: ფსიქოლოგიის შასაძლებლობები

ტრენინგი თემაზე: ფსიქოლოგიის შასაძლებლობები

2020 წლის 27 ოქტომბერს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე:“ ფსიქოლოგიის შასაძლებლობები“. ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოკონსულტანტი, ტრენერი ასოცირებული პროფესორი გიორგი დონაძე. ასევე ტრენინგს ესწრებოდნენ თჰუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მადლობას ვუხდით ბ-ნ გიორგის საინტერესო შეხვედრისთვის. ვაგრძელებთ თანამშრომლობას.

 
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 
2020 წლის 4 ნოემბერს გაიმართება ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან

2020 წლის 4 ნოემბერს გაიმართება ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან

2020 წლის 4 ნოემბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრა ჩატარდება ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის მეშვეობით: meet.google.com/osg-bbcz-owt

 
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ სამართლის მაცნეს  წარდგენის ღონისძიება.

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ სამართლის მაცნეს წარდგენის ღონისძიება.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს პარტნიორ ორგანიზაციას მიღწეულ წარმატებას და უსურვებს ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას სამომავლო პერსპექტივით. http://heraldoflaw.com/ge/gaimarta-samecniero-djurnali-samartlis-macnes-wardgenis-ghonisdzieba/?fbclid=IwAR2AUOnH1y4KZRE3yh0ki_5Y4B7DT-ZxZQjoCpyqtNCqdAt77la1CEOQnL0

 
პრეზენტაცია თემაზე - არა პლაგიატს

პრეზენტაცია თემაზე - არა პლაგიატს

2020 წლის 23 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე - "არა პლაგიატს". შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. პრეზენტაციას უძღვებოდა სამართლის ფაკულტეტის დეკანი ლია ჭიღლაშვილი. განსახილველ თემასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს პლაგიატის წესთან მიმართებით და დადებითად შეაფასეს შეხვედრის ფორმატი.

 
კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა

კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა

წარმატებით დასრულდა იურიდიული კვლევის ცენტრისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, სალექციო კურსის ფარგლებში თემაზე ;- „კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა“, რომელსაც უძღვებოდა ახალგაზრდა მეცნიერი, სამართლის დოქტორი მიხეილ ბიჭია. მადლობა აღნიშნული ფორმატის ორგანიზატორებს, მენტორს მიხეილ ბიჭიას, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის იურიდიული კვლევის ცენტრის დირექტორს თეიმურაზ მალანიასა და ღონისძიების თითოეულ მონაწილეს საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სასარგებლო ბმულები