სამკითხველო დარბაზი

-  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც განთავსებულია უნივერსიტეტის - ბეჭდვითი გამოცემები (სახელმძღვანელოები, დამხმარე და მეთოდური ლიტერატურა, ისტორიული, მხატვრული, საინფორმაციო და სხვა სახის მასალა), ასევე ელექტრონულ მატარებლებზე დატანილი წიგნადი ფონდი. -  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს სასწავლო პროცესის ხელშემწყობ სივრცეს, რაც განსაზღვრავს მისი სამუშაოს სპეციფიკურობას (მორგებულს უპირველესად სტუდენტების საჭიროებაზე), რომელიც ასახულია ბიბლიოთეკის დებულებასა და ამავე დებულებაში გაწერილ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესში. დებულება ასევე გამოკრულია ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში თვალსაჩინო ადგილას. სამკითხველო დარბაზში ასევე დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის ინსტრუქციებს.

-  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, გარდა კვირა დღისა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებისა, 09.00–დან 20.00 საათამდე.

-  ბიბლიოთეკა მოიცავს სასწავლო და დამხმარე ფართს და მასში გამოყოფილია შემდეგი სივრცეები: წიგნსაცავი, სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკაში მომუშავე პერსონალის სამუშაო სივრცე, შეხვედრებისა და ჯგუფური მუშაობის სივრცე, საინფორმაციო-ტექნოლოგიური აღჭურვილობის სივრცე.

-  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აღჭურვილია სათანადო ინვენტარით: ინტერნეტში ჩართული 8 კომპიუტერით (7 სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის და 1 ბიბლიოთეკის თანამშრომელთათვის), ერთი ერთეული პრინტერ+სკანერის აპარატით, ერთი პროექტორითა და ნეთბუქით. სამკითხველო დარბაზში დგას 18 ერთეული მაგიდა სკამით, შეხვედრებისა და ჯგუფური მუშაობის სივრცეში განთავსებულია ერთი საკონფერენციო მაგიდა 10 ერთეული სკამით.

-  საინვენტარო წიგნის მიხედვით (25.05.2019) ბიბლიოთეკაში არის 5519 ნაბეჭდი ერთეული; პროგრამისათვის საჭირო პერიოდული გამოცემები; უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ასევე გააჩნია ელექტრონული სახელმძღვანელოების მოცულობითი ბაზა, რომელთა ნაწილი პირდაპირ ხელმისაწვდომია დაწესებულების ვებ-გვერდზე, ნაწილი ჩაწერილია CD დისკებზე (რომელთა რაოდენობა მოიცავს დაახლოვებით 250 სახელმძღვანელოს). ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი, ელექტრონული ბაზები განთავსებულია სასწავლებლის ვებგვერდზე: http://thu.edu.ge/

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება