აკადემიური საბჭო

აკადემიური საბჭო წარმოადგენს თჰუ-ს უმაღლეს მართვის ორგანოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 11 წევრით. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეა; უნივერსიტეტის სამივე ფაკულტეტი წარმოდგენილია თანაბარი რაოდენობის – აკადემიური პერსონალიდან არჩეული 1 წარმომადგენლით; აკადემიური საბჭოს 3 წევრს, რექტორი ნიშნავს აკადემიური პერსონალიდან; აკადემიურ საბჭოში ავტომატურად შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უფროსი, ასევე კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსი და სტუდენტური თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილი 2 სტუდენტი, რომელთა არჩევაც ხდება სტუდენტების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების გზით, ფარული კენჭისყრით. არჩევნების ორგანიზებას უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობა.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე-9 მუხლის, თჰუ რექტორის 2023 წლის 25მაისის N14/06 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს საარჩევნო კომისიის 2023 წლის 25  მაისის N1/2023  ოქმის შესაბამისად, თჰუს აკადემიური საბჭო განსაზღვრულია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვალენტინა საყვარელიძე – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, თჰუ რექტორი;
ბ) ნიკა დუდაშვილი (სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
გ) ნანა ბიჩენოვი (ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი);
დ) მედეა ჭელიძე (ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი);
ე) ლია ჭიღლაშვილით ( სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
ვ) ნინო აბაიშვილი (ჯანდაცვის ფაკულტეტი);
ზ) ნინო ორმოცაძე (ჯანდაცვის ფაკულტეტი);
თ) ნანა ბარნაბიშვილი (ბიბლიოთეკის უფროსი);
ი) მარინე შავლაყაძე ((კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსი) )
კ) ნიკოლოზ ოგანეზოვი - სტუდენტი;
ლ) მარიამ ფუტკარაძე - სტუდენტი;
თჰუ-ს აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადაა - 2027  წლის 25 მაისი.