მისია

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას - სასწავლო უნივერსიტეტს, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს ჰუმანიტარული განათლების, სოციალური მეცნიერებების, სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.

უნივერსიტეტის მისიაა წარმოადგენდეს უმაღლეს საგანმანათლებლო კერას ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებსა და სამეცნიერო ცოდნის მიღწევებზე დაფუძნებულ განათლებას და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის შესაძლებლობებს, რითაც წვლილი შეაქვს დემოკრატიული საზოგადოების აქტიური წევრის მომზადებაში, პიროვნების განვითარებასა და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებაში. 

უნივერსიტეტის ხედვაა წარმოდგენდეს მაღალი ხარისხის განათლების მიმწოდებელს, რომელიც:
• ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნეს-სექტორთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ინსტიტუციებთან, გარე დაინტერესებულ პირებთან და ხელს უწყობს კვლევითი საქმიანობის ინტეგრირებას სასწავლო პროცესში;
• უწყვეტი განათლების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს და ახორციელებს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად  სასერთიფიკატო კურსებსა და პროგრამებს;
• ნერგავს და განავითარებს ხარისხის უზრუნველყოფის მდგრად მექანიზმებს საქართველოსა და ევროპის უმაღლესი განათლების სტანდარტების გათვალისწინებით;
• სხვადასხვა კულტურათა ურთიერთშეცნობისა და ურთიერთგავლენის აუცილებლობის აღიარებით ავითარებს საერთაშორისო კონტაქტებს, იზიდავს უცხოელ სტუდენტებს და ეფექტურად იყენებს ინტერნაციონლიზაციის შესაძლებლობებს მდგრადი განვითარებისათვის;
• თავისი საქმიანობას ახორციელებს კორპორატიული კულტურის დამკვიდრებით ისეთი ძირეული ღირებულებების პატივისცემის საფუძველზე, როგორიცაა:
     -     სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება;
     -     აკადემიური  და ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება;
     -     პიროვნების თავისუფალი განვითარება;
     -     თანასწორობა, ტოლერანტობა და არადისკრიმინაციულობა;
     -     ადამიანის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ხელშეუვალობა.