2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი 07.06.2019

2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს

  

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარმოადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე 7 წლის განმავლობაში და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად.

 

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

 

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე: https://www.rustaveli.org.ge/geo/mimdinare-konkursebi/fondi-atskhadebs-2019-tslis-akhalgazrda-metsnierta-kvlevebis-grantit-dafinansebis-konkurss

 

პატივისცემით

თჰუ კვლევებისა და განვითარების ცენტრი - ია თაბორიძე, გივი მაკალათია

მსგავსი განცხადებები

V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ნოემბერი 2024 წელი (შეხსენება) 19.09.2024

V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ნოემბერი 2024 წელი (შეხსენება)

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 2 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია....

ვრცლად
ორდღიანი ტრენინგი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის! 15.08.2024

ორდღიანი ტრენინგი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის!

 „სწავლების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“   „შეფასების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“...

ვრცლად