
საერთაშორისო კონფერენცია - ევროპული კვლევები
2019 წლის 19-20 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპისა და ამერიკის კვლევების ინსტიტუტთან (ათენი) თანამშრომლობით, აღმოსავლეთის პარტნიორობის 10 წლისთავის ფარგლებში, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას ,,ევროპული კვლევები“.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ დარგებს: პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი, ისტორია, ფილოლოგია, კულტურა, უსაფრთხოება, რელიგია. სამეცნიერო ნაშრომებისა და მოხსენებების თემატიკა, ძირითადად, დაკავშირებული უნდა იყოს ევროპასთან.
კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებისა და მკვლევრების სტატიები გამოიცემა ინგლისურენოვანი კრებულის სახით.
დაინტერესებული პირები კონფერენციის ორგანიზატორებს უნდა დაუკავშირდნენ სექტემბრის ბოლომდე. E-mail: euroinstitute@gtu.ge
კვლევებისა და განვითარების ცენტრი - ია თაბორიძე, გივი მაკალათია
მსგავსი განცხადებები
სტუდენტთა რიგით VI საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
2025 წლის 4 ივნისს 11:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა რიგით VI საუნივერსიტეტთაშორისო ს...
ვრცლად