
არ გამოტოვო! ონლაინ სამეცნიერო დისკუსია
2024 წლის 2 მარტს 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის ა(ა)იპ-„სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ორგანიზებით გაიმართება ონლაინ სამეცნიერო დისკუსია თემაზე,-„სასამართლოში საქმის განხილვის დაჩქარების მექანიზმები-საერთაშორისო გამოცდილება და ქართული კანონმდებლობა“
დისკუსიაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და პრაქტიკოს იურისტებს.
მომხსენებლები:
კახა წიქარიშვილი-საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი.
„საქმეთა გაჭიანურების მიზეზები, საქმეთა დაჩქარების საერთაშორისო სტანდარტები“
შალვა ქურდაძე- სამართლის დოქტორი, ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის გამგეობის წევრი.
„საქმის დაჩქარების სამართლებრივი მექანიზმები საქართველოში
დასკვნითი ნაწილი დაეთმობა დისკუსიას.
ღონისძიების სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ვებ-გვერდზე.
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით მითითებულ სარეგისტრაციო ბმულზე
მსგავსი განცხადებები
სტუდენტთა რიგით VI საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
2025 წლის 4 ივნისს 11:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა რიგით VI საუნივერსიტეტთაშორისო ს...
ვრცლად