თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ 18.07.2018

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებმაც იურიდიული პრაქტიკა პროექტის - „ჩემი ადვოკატი“ ფარგლებში გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა. 


სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება „ჩემი ადვოკატის“ ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ გახსნა, რომელმაც სტუდენტებს პრაქტიკული კურსის დასრულება მიულოცა და მომავალ საადვოკატო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საადვოკატო პრაქტიკას სტუდენტები 4 თვის განმავლობაში გადიოდნენ. 


კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ საადვოკატო უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად ეწარმოებინათ სასამართლო დოკუმენტები და ტრენერ-ადვოკატის ზედამხედველობით დაეცვათ მოქალაქეთა ინტერესები როგორც სასამართლოში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში.

მსგავსი სიახლეები

ახალგაზრდული კონკურსი - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის!“ 28.02.2018

ახალგაზრდული კონკურსი - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის!“

საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაერ...

ვრცლად
ვებინარი - დაეხმარეთ თქვენს შვილს დაძლიოს შფოთვა და წუხილი 14.05.2021

ვებინარი - დაეხმარეთ თქვენს შვილს დაძლიოს შფოთვა და წუხილი

2021წლის 11 მაისს, თჰუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ირინე არჯევანიძე და ეკატერინე სულუხია დაესწრნენ ეგზეტერის უნივერსი...

ვრცლად
პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო Erasmus-ისა და DAAD-ს ერთობლივ ღონისძიებაში: BROWN BAG BREAKFAST Erasmus + პოლიტიკის მხარდაჭერისთვის 27.06.2021

პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო Erasmus-ისა და DAAD-ს ერთობლივ ღონისძიებაში: BROWN BAG BREAKFAST Erasmus + პოლიტიკის მხარდაჭერისთვის

2021 წლის 25 ივნისს Erasmus-ისა და DAAD-ს ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიება: „BROWN BAG BREAKFAST Erasmus + პოლიტიკის მხარდაჭერისთვის&...

ვრცლად