
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის ვიზიტი ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ნონა გელიტაშვილი 2018 წლის 6 და 7 დეკემბერს ვიზიტით იმყოფებოდა ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ტრენინგებისა და თანამშრომლობის ცენტრში (Technische Universität Berlin, Zentraleinrichtung Wissenschaftliche Weiterbildung und Kooperation). მან მონაწილეობა მიიღო კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის ფარგლებში ჩატარებულ ვორკშოპებში. კურსი შეეხებოდა სასწავლო პროექტების წარმატებით დაგეგმვასა და განხორციელებას; კერძოდ, თუ როგორ უნდა მოხდეს პროექტების სწორად დაგეგმვა და წარმართვა, ყველა ეტაპის დროულად და ხარისხიანად შესრულება და მისი მონიტორინგი, გუნდური მუშაობის სასურველი მიმართულებით წარმართვა საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ასევე - შეფასების მეთოდოლოგიის სრულყოფა და სხვადასხვა აკადემიურ საფეხურზე მათი ერთნაირი წარმატებით გამოყენება. გარდა ამისა, ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან პროფ. ნონა გელიტაშვილის შეხვედრისას გამოიკვეთა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც შემდგომი მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს.
მსგავსი სიახლეები
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საბაკალავარო ნაშრომების დაცვა
2020 წლის 8 თებერვალს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე შედგა 2019-2020 წლ...
ვრცლადსამუშაო შეხვედრა თემაზე - ანტიპლაგიატის პროგრამის იმპლემენტაციის შესახებ.
2022 წლის 4 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტ...
ვრცლადორდღიანი ტრენინგი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის!
„სწავლების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“ „შეფასების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“...
ვრცლად