ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
12 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ-სასწავლო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიაზაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ოფიციალურ დოკუმენტს, ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და თბილისის ჰუმანიტარული- სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ვალენტინა საყვარელიძემ მოაწერეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა, უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და სფეროს, განვითარების პროცესში, ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის რეალიზაციას. უნივერსიტეტი კი, ტურიზმის სფეროს განვითარებას ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების ჩართულობით შეუწყობს ხელს.
მსგავსი სიახლეები
I სტუდენტური კონფერენცია ნეირომეცნიერებებში
27 დეკემბერს, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება...
ვრცლადსაბაზრო შრომითი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები
საბაზრო შრომითი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები. საჯარო ლექცია გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენ...
ვრცლად