Erasmus+ საკონტაქტო სემინარი და გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ვიზიტი თჰუ-ში 01.11.2019

Erasmus+ საკონტაქტო სემინარი და გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ვიზიტი თჰუ-ში

-   2019 წლის 30-31 ოქტომბერს ჩატარდა Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული საკონტაქტო სემინარი, რომლის მიზანიც იყო გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში პირდაპირი კონტაქტების დამყარება ქართველ და ევროპელ პარტნიორებს შორის. სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 44 უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და ევროპის 11 ქვეყნის (ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, პოლონეთი, შვედეთი, თურქეთი) 46 უნივერსიტეტმა. სემინარს საერთო ჯამში უნივერსიტეტების 120-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ თჰუ-ს წარმომადგენლებიც: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - ქეთევან ცერცვაძე, სამართლის ფაკულტეტის დეკანი - პროფ. ლიკა ჭიღლაშვილი, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი - პროფ. ნონა გელიტაშვილი და ამავე ფაკულტეტის კოორდინატორი - ირმა წიკლაური.

-   აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 31 ოქტომბერს თჰუ-ს ეწვივნენ გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენლები: 1) პასაუს უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისა და კულტურის კათედრის ხელძღვანელი - პროფ. თომას ვიუნში (Universität Passau, Prof. Dr. Thomas Wünsch), 2) გისენის იუსტუს-ლიბიგის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე - პროფ. როლფ-ალექსანდერ დიურინგი (Justus-Liebig-University Giessen, Prof. Dr. Rolf-Alexander Düring), 3) აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი პროფ. ჰოლგერ პაშედაგი - Die Technische Hochschule Aschaffenburg, Prof. Dr. Holger Paschedag) და 4) ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი - კუმუშაი არზიბაევა (Die Westsächsische Hochschule Zwickau (WHZ), Kumushay Arzybaeva). მხარეებმა ისაუბრეს მათი ამჟამინდელი საქმიანობისა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ, დასახეს ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების კონკრეტული გზები.

მსგავსი სიახლეები

მოლაპარაკება სანკტ-პეტერბურგის აკადემიურ უნივერსიტეტთან 23.04.2016

მოლაპარაკება სანკტ-პეტერბურგის აკადემიურ უნივერსიტეტთან

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აწარმოებს მოლაპარაკებებს სანკტ-პეტერბურგის აკადემიურ უნივერსიტეტთან ურთიერთანამშრომლობის შე...

ვრცლად
კონკურსი სტუდენტებისთვის - რადიოპროგრამა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დადებითი ცვლილებისთვის 26.09.2016

კონკურსი სტუდენტებისთვის - რადიოპროგრამა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დადებითი ცვლილებისთვის

12 სექტემბრიდან „თავისუფალი ასოციაცია“ სტუდენტებს საინტერესო კონკურსს სთავაზობს. ახალგაზრდებს...

ვრცლად
კონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) ერთობლივ სტიპენდიებზე 30.03.2021

კონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) ერთობლივ სტიპენდიებზე

გამოცხადდა კონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლი...

ვრცლად